ანჯელინა ჯოლი კამბოჯაში თავისი ახალი ფილმის: "თავდაპირველად მოკლეს მამაჩემი" პრემიერაზე ჩავიდა. მსახიობი ბრედ პიტთან განშორების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს პირველად ესაუბრა და განაცხადა, რომ განშორება მისთვისაც და ბრედისთვისაც ძალიან რთული იყო. თუმცა ისინი ყოველთვის მაინც ერთ დიდ ოჯახად და ერთმანეთის მხარდამჭერებად დარჩებიან. აღნიშნული ინტერვიუს პარალელურად, ცნობილი ტაბლოიდები ანჯელინასა და ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს თურქულ სერიალში შესაძლო მონაწილეობის შესახებ საუბრობენ. the sun-ის ცნობით, სერიალი სირიის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ეხება, რომელიც თურქეთში თავშესაფარს ეძებს.