ანჯელინა ჯოლი ვოგის ყდაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ამჯერად ბრიტანულ გამოცემასთან ოჯახსა და პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, "გასული წლები რთული იყო, ოჯახის გამთელებას ვცდილობდი და ნელ-ნელა ვგრძნობ, როგორ დნება ყინული და ძარღვებში სისხლი ფეთქვას იწყებს", — განაცხადა მსახიობმა. როგორც ჩანს, ანჯელინა ბრედ პიტთან ურთიერთობას ნელ-ნელა ალაგებს. ამაზე ისიც მეტყველებს რომ გადაწყვიტა სახლი ბრედისგან ხუთი წუთის სავალზე ეყიდა.