ანია ტეილორ-ჯოი რომელსაც „ ლაზიერის გამბიტიდან“ ვიცნობთ სხვადასხვა პროექტშია ჩართული და მისი კარიერა ნელ-ნელა უფრო ვითარდება. ამჯერად ის ედგარ რაითის ახალ ფილმში, Last Night in Soho ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის თიზერიდან სიუჟეტის შესახებ ბევრს ვერაფერს გავიგებთ, სხვადასხვა ინტერვიუზე დაყრდნობით გაირკვა, რომ ფილმში მოქმედება 60-იანი წლების ლონდონში ხდება. სავარაუდოდ, დროში მოგზაურობასაც უნდა ველოდოთ. ანია ტეილორ-ჯოისთან ერთად ფილმში მეთ სმიტი და თომასინ მაკკენზი მონაწილეობენ. ფილმის პრემიერა 2021 წლის 22 ოქტომბერსაა დაგეგმილი.