ანი ნადარეიშვილი - თუ დავთმობთ მიშას, ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი - Palitra News

ანი ნადარეიშვილი - თუ დავთმობთ მიშას, ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი

2021-11-06 17:13:13+04:00

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

როგორც ნადარეიშვილი წერს, სასამართლოს ბოლო განჩინებით, ბაჩო ახალაია პატიმრობიდან 2022 წლის 1 მარტს თავისუფლდება. მისი განმარტებით, ეს ბაჩო ახალაიას პატიმრობის მე-10 წელია მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ 9 წელი მიუსაჯა.

„ამ 9 წლის წინ 13-ჯერ გამართლებული პირველი პოლიტიკური პატიმარი რომ დაგვეცვა და არ დაგვეშვა ამდენი უსამართლობა, დღევანდელ მდგომარეობამდე არ მივიდოდით და ახლა თუ დავთმობთ მიშას, შემდეგი 9 წლის განმავლობაში ყველას ლეიბის ქვეშ აღმოჩნდება თითო ავტომატი“, - წერს ანი ნადარეიშვილი.