გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინის საავადმყოფოში ყოფნისას რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოინახულა, - ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ანგელა მერკელი ნავალნის კლინიკა „შერიტეში“ ესტუმრა.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკაში 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ის გერმანიაში 22 აგვისტოს ომსკის კლინიკიდან უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.