თბილისი მარიოტში გერმანიის კანცლერისა და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა შედგა. ევროპულმა საქართველომ აუდიენციაზე გერმანიაში არალეგალურად მყოფი ქართველებისთვის კანონიერად დასაქმების შესაძლებლობის შექმნის საკითხი დააყენა საუბარი შედგა ასევე საქართველოს დეოკუპაციის, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნის შიდა დემოკრატიზაციის თემებზე. შეხვედრას ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობაც" . სალომე სამადაშვილის განცხადებით გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთის სანქცირების საკითხი დააყენა.