ანგელა მერკელის თქმით, ირანის მხრიდან "აგრესიულ ტენდენციები" შეინიშნება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ევროკავშირისა და არაბული ლიგის სამიტზე განაცხადა. "ჩვენ, ევროპელები ვაგრძელებთ ირანთან შეთანხმების მხარდაჭერას, თუმცა, ასევე ვხედავთ, რომ ირანიდან მოდის აგრესიული ტენდენციები, პრობლემური საკითხია ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს ირანის შემთხვევაში არაბთა ლიგა და ევროკავშირი? ეს არის ის, რაც ერთად უნდა განვიხილოთ" - განაცხადა მერკელმა. მერკელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული საფრთხეები კვლავ არსებობს, ევროპა მაინც მხარს უჭერს ირანთან შეთანხმებას, რომელსაც აშშ-მ გასულ წელს გამოეთიშა და თეირანს სანქციები განუახლა.