გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პირველმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერი ავრცელებს. მიუხედავად უარყოფითი შედეგისა, კანცლერი კვლავ კარანტინში დარჩება მანამ, სანამ რამდენიმე დღეში ტესტს ხელმეორედ არ ჩაუტარებენ.
შეგახსენებთ, ანგელა მერკელი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც ექიმს, რომელთანაც მას კავშირი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა.