გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ძალებს, რომელიც ევროპელების გაყოფისკენაა მიმართული.
„მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს: ევროკავშირში, რამდენიმე წელია, ცენტრიდანული ძალები არსებობენ,“- განაცხადა მერკელმა და აღნიშნა, რომ განხეთქილება წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ევროკავშირი არ ასრულებს დანაპირებს და უთანასწორობას გაზრდის საშუალება ეძლევა.
მისი თქმით, ერთიანობა ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის გარეთ მყოფ ძალებთან გამკლავების კუთხით.
„ევროპა იმდენადაა ძლიერი, რამდენად ერთიანიც არის ის. როგორ გავუმკლავდეთ ჩინეთის, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალის ზრდას, ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, ილაპარაკებს თუ არა ევროპა ერთი ხმით“, - აღნიშნა მერკელმა.