ამერიკულმა ჟურნალმა ფორბსმა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველი ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, რომელიც რეიტინგში პოლიტიკაში მიღწეული წარმატებებისა და ბრექსიტის პროცედურის დაწყების გამო მოხვდა. მესამე ადგილზეა მილიარდერ ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეიტსი, რომელმაც წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად გრანტებზე 40 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ფეისბუქის ოპერაციული დირექტორი შერილ სანდბერგი და ჯენერალ მოტორსის გენერალური დირექტორი მერი ბარა.