03:35
23 ივნისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ანგელა მერკელი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა
19-03-2020

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა სწორად შეაფასონ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეები და ყველაფერი გააკეთონ, რომ მისი გავრცელება არ მოხდეს. მისი თქმით, მსგავსი გამოწვევის წინაშე გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ ყოფილა.

"მდგომარეობა სერიოზულია. სერიოზულად უნდა შეხედოთ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა, რომელსაც ასეთი დონის ერთიანობა დასჭირდებოდა", - აღნიშნა მერკელმა. მისივე თქმით, ამ საფრთხესთან ბრძოლაში ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

"მე მართლა მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას წარმატებით გადავლახავთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენი დახმარებაც გვჭირდება. ყველამ ის უნდა გააკეთოს რაც შეუძლია. ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კანცლერმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 12 327 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 28 ადამიანი.

AutoPlay
სუს-ში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, ვიდრე მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოხდება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შეზღუდვების გასატარებლად მთავრობისათვის უფლებამოსილების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ნდობის ჯგუფში ოპოზიციის კვოტით მამუკა ხაზარაძე შევა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განმატებით, თუ საზოგადოება დახურულ სივრცეში პირბადის მოხმარების წესს ზედმიწევნით შეასრულებს, შესაძლებელია ღია სივრცეში გაუქმებამ შემთხვევების მატება აღარ გამოიწვიოს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები