ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას, - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრეზიდენტს. როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ხედავს საქართველოს ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისა და დემოკრატიის გზაზე. „ასე რომ, ვფიქრობ, თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა კანცლერმა. თავის მხრივ მარგველაშვიმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ გერმანია იყო საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი მრავალი წლის განმავლობაში.