გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი თურქეთში მიმდინარე დაკავებებს ეხმაურება და თურქეთის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს. მერკელის თქმით ოფიციალურმა ბერლინმა მყისიერად უნდა იმოქმედოს და საჭიროების შემთხვევაში ანკარასთან არსებულ ურთიერთობებს გადახედოს. კანცლერის ეს განცხადება, თურქეთში გერმანიის ორი მოქალაქის დაკავებას მოყვა, მანამდე კი 10 გერმანელი დააკავეს. მერკელის თვლის, რომ დაკავებულთა უმრავლესობა პატიმრობაში უსამართლოდ იმყოფება. მისივე თქმით, დაკავებულია გერმანელი ცოლ-ქმარიც, რომლებთან ერთად ციხეში მათი 2 წლის შვილიცაა. ოფიციალური ბერლინის პოზიციით, გერმანიის მოქალაქეები პატიმრობაში პოლიტიკური მიზეზით იმყოფებიან.