10:58
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ანგელა მერკელი - ბალკანეთის რეგიონს ევროკავშირის წევრობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი
14-09-2021

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს : ალბანეთს, სერბეთს, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. ”ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ სერბეთი და მთელი რეგიონი საბოლოოდ გახდებიან ევროკავშირის წევრები, რაც ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენ, ვინც უკვე ვართ ევროკავშირის წევრები, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი აბსოლუტური გეოსტრატეგიული ინტერესია, ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები იყვნენ”, - აღნიშნა მერკელმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ. მერკელის თქმით, სერბეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე მისი ქვეყანა მიაღწევს პროგრესს სასამართლო რეფორმების მიმართულებით, რაც ბლოკის წევრობის წინაპირობაა. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უკანასკნელად სტუმრობს. დღეს ის ალბანეთში ჩავა, სადაც ალბანეთის, სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერებს შეხვდება.

AutoPlay
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
ინდოეთში სასამართლო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად 3 პირი დაიღუპა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა - დაისეტყვა რამდენიმე სოფელი
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ დავით დაუთაშვილს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1181ლარი გახდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გიორგი გახარია ან „კოკაინი“ არასდროს მიხსენებია, „კოკაინზე“ საუბარი გახარიამ თავად წამოიწყო - კახა კალაძე
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები