გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ მანამ, სანამ მთელი მსოფლიოს მოსახლეობს ვაქცინაცია არ მოხდება, პანდემია არ დასრულდება.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში, ორშაბათს კორონავირუსის 346 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია გასული წლის აგვისტოს შემდეგ.