ანგარიშის გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა - Palitra News

ანგარიშის გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა

2020-03-26 15:09:42+04:00

ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, კორონავირუსთან ბრძოლისთვის StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა. ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით, ფონდში მსხვილი შენატანები რამდენიმე კომპანიამ განახორციელა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.