ანდჟეი დუდა - ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ - Palitra News

ანდჟეი დუდა - ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ

2021-05-26 15:07:20+04:00

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით ქართველებს გაერთიანებული ევროპა ელოდება, რადგან საქართველო საუკუნეებია ევროპის მემკვიდრეობის ნაწილია. როგორც დუდამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საქართველოს ელოდენიან ნატოშიც, როგორც ამაყ ეროს, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობის მშენებლობას. მისივე თქმით ნატო-სა და ევროკავშირში საკმარისი ადგილია მეგობრებისთვის და აუცილებელია, საქართველომ რეფორმები განაგრძოს.