საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაუშვებლად მიიჩნევს წმინდა სინოდის სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას. იგი ასევე აღნიშნავს, რომ სინოდზე შიდა საეკლესიო საკითხები განიხილება და ხშირად საეკლესიო თემების განხილვა საჯარო სივრცეში ბევრ გაუგებრობას იწვევს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ასევე არ ეთანხმება მეუფე პეტრეს შეფასებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი პატრიარქთან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება იყო. მისივე თქმით, პატრიარქს არაერთმა ადამიანმა გამოუცხადა თანადგომა.
დეკანოზმა ასევე ყოფილი მიტროპოლიტის თავისუფალ სივრცეზე ისაუბრა და აღნიშნა რომ სინოდმა უნდა იმსჯელოს მეუფე პეტრეს ბოლოდროინდელ განცხადებებზე, მათ შორის იმაზეც, თუ რა სასჯელი შეიძლება დაეკისროს მას, თუ არ დაემორჩილება პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებას.