საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ.
ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას „ფეისბუქში“ ეხმაურება.
ცნობისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე.
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ