ანდრეი ერმაკი - ახლა მსოფლიოში არავითარი გარანტიები და უსაფრთხოების სისტემები არ არსებობს - Palitra News

ანდრეი ერმაკი - ახლა მსოფლიოში არავითარი გარანტიები და უსაფრთხოების სისტემები არ არსებობს

2022-04-19 20:17:29+04:00

. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ -ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს საკვანძო ქვეყნებმა უსაფრთხოების ახალი სისტემა უნდა შექმნან და უკრაინა მის ცენტრში უნდა იყოს. ამასთან, ანდრეი ერმაკი აღნიშნავს, რომ ახლა მსოფლიოში არავითარი გარანტიები და უსაფრთხოების სისტემები არ არსებობს. მისი ინფორმაციით, უკრაინა თავის პარტნიორებთან ერთად, კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან და თურქეთთან ერთად დიალოგს მართავს უსაფრთხოების ახალი მსოფლიო სისტემის შექმნის მიმართულებით.