ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ნატო-ს წევრობის აუცილებელი პირობაარასმუსენის თქმით გარე ძალების ჩარევის მცდელობის აცილება შეუძლებელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ მცდელობას უნდა შეეწინააღმდეგოს.
ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს ნატო-ს წევრობისთვის საჭირო მკაცრ კრიტერიუმებს. მისივე განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ბევრი ანგარიში ცხადყოფს, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
რასმუსენის განმარტებით, რუსეთმა შექმნა სქემა, რომელიც არის დეზინფორმაციული და უკანონო ფინანსური ქმედებების, ასევე კიბერთავდასხმების კომბინაცია, ამის მიზანი კი დემოკრატიული პროცესების დელეგიტიმაციაა.