ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი წნელისში განთავსებულ ქართულ საგუშაგოს ეკალს უწოდებს. მისი შეფასებით, პრობლემებს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იწვევს. აღნიშნული განცხადება ბიბილოვმმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ანატოლი ბიბილოვის ამტკიცებს რომ წნელისში ქართული საგუშაგო უკანონოდაა განთავსებული და როგორც იგი აღნიშნავს, მისი მოშლით ყველა პრობლემა მოგვარდება. გარდა ამისა, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებშიც ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, ჟენევის თანათავმჯდომარეები ცხინვალში დე-ფაქტო "პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვსა და მის წარმომადგენელს მურატ ჯიოევს შეხვდნენ. დეკემბერში დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაზე საუბარი ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებს, ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებს და უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ეხებოდა.