ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, საქართველოსთან მშვიდობიანი ცხოვრება სურს. აღნიშნულის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟურნალ „Республика Южная Осетия"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც დღეს ვითარდება და რომელსაც სურს ყველასთან მშვიდობიანი ცხოვრება, მათ შორის საქართველოსთან. საბოლოო ჯამში, ეს სხვა სახელმწიფოების მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე მიგვიყვანს. ამაში დარწმუნებული ვარ", - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა. ის ასევე შეეხო ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიის გავლით ამიერკავკასიის სატრანსპორტო კორიდორის შექმნის საკითხს.