თვითგამოცხადებული "სამხრეთ ოსეთის" "პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა "იზვესტიასთან" საუბარში განაცხადა, რომ „რესპუბლიკა“ გააძლიერებს უსაფრთხოებას საქართველოსთან „საზღვარზე“ თბილისის პროვოკაციებისგან თავისი მოქალაქეების დასაცავად. როგორც ის აცხადებს, პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სტრუქტურებსაც გაეროსა და ეუთოს სახით. მან ინტერვიუში ისაუბრა წინა კვირაში განხორციელებულ მოვლენებზეც - ბლოკპოსტის მშენებლობასა და კვადროკოპტერის ჩამოგდებაზე. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს მტრის ხატის შექმნით და ამ პროვოკაციით უნდა საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანა შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან.