ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის ლევან გორელიშვილის განცხადებით, ანა ბაგრატიონ გრუზინსკის სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, რაც მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული. მისივე თქმთ, ძალადობას ყოფილი მეუღლის მხრიდან ჰქონდა ადგილი. მისი ინფორმაციით, ბოლო ინციდენტი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოხდა. როგორც ის აცხადებს, ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 2 აპრილს თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც მისი უფლებადამცველი აღნიშნავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან მეუღლეზე წარსულში ძალადობა არაერთხელ განხორციელებულა. თუმცა, მას სამართალდამცავებისთვის არც მაშინ და არც ახლა მიუმართავს.