ვარკეთილში, "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და ადგილობრივებს შორის შელაპარკება მოხდა რა დროსაც 1 პირი დააკავეს. დაძაბულობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გზის გადაკეტვას მოყვა, როგორც მათ განაცხადეს ისინი დაშლას არ აპირებენ და სამშენებლო ტექნიკას "ანას ბაღთან" მისვლის საშუალებას არ მისცემენ. მათივე თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი სკვერის ნაცვლად 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ხელის შეშლაა. დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციის თაამშრომლები ამ დრომდე ცდილობენ ტერიტორიის გათავისუფლებას და გზის სავალი ნაწილიდან მოსახლეობის გაყვანას.