პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში, ანანოვების ყოფილ სასახლეში ტურისტული კომპლექსი მოეწყობა. პროექტისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
ტურისტულ ცენტრში სასტუმროსთან ერთად განთავსებული იქნება ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო სივრცე და სპორტული მოედანი.
ბიზნესის მხარდასაჭერად შპს (შეპესე) „ინვესტ ჯგუფს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ვარციხეში არსებული 73 ათას 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე გადაეცა.