12:02
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ანალიზებმა აჩვენა რამდენიმე ცვლილება... მივიღე გადაწყვეტილება... - ელენე ხოშტარია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
11-11-2021

ელენე ხოშტარია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ანალიზებმა რამდენიმე ცვლილება აჩვენა, რის შედეგადაც ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადასხმის გადაწყვეტილება მიიღო.

"მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის შესახებ.
ნიუსებში ფრაზა "სასიცოცხლო პარამეტრენი დაბალ ზღვარზეა" საშინლად ჟღერს და არ მინდა ინერვიულოთ.
თავს ვგრძნობ აბსოლუტურად ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა. ყველა გულის წასვლის ეპიზოდი უკავშირდებოდა სკამიდან ჩქარა ადგომას. ნელა როცა ვდგები გადასარევად ვარ.
ანალიზებმა აჩვენა რამდენიმე ცვლილება, რაც უკავშირდება თირკმელს და რაღაც ნევროლოგიურს. ეს პარამეტრები დაბალ ზღვარზეა. ამიტომ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმთან Vakhtang Kaloiani/ვახტანგ კალოიანი (ოქრო და ბრილიანტი) კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყბეტილება გადასხმასთან დაკავშირებით. ვისხამ მხოლოდ იმას და მხოლოდ იმდენს, რაც ამარიდებს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას და არა იმას რაც კომფორტს შემიქმნის.
გთხოვთ, არ ინერვიულოთ, სიცოცხლის პარამეტრებს ვაკონტროლებთ.
განწყობა მაქვს აბსოლუტურად მშვიდი და მტკიცე. როგორც ვთქვი ვიბრძოლებ ბოლომდე.
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში", - წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია რამდენიმე დღეა პარლამენტში შიმშილობს. მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

AutoPlay
კახა კალაძის განცხადებით, მომავალი თვიდან უსახლკაროს სტატუსის მქონე 15-16 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილდება
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის - ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული - კახა კალაძე
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
ამას ვერავინ გაბედავს, ვერასდროს! - კახა კალაძე
გამოქვეყნდა 22 წუთის წინ
ამ წუთებში კახა კალაძე განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
ქეთო
30-11-2021
ვინ ნერვიულობს ნეტა? ,
სხვა სიახლეები