ანაკლიის სასტუმროებში, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, 87 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა, არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლია.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ამ ეტაპზე თვითიზოლაციას 358 ადამიანი გადის, თვითიზოლაციის პერიდი მოეხსნა 69-ს, საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს 27 პირი.