მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარების საკითხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას ბიზნესზე ზეწოლისთვის. თურნავა იმასაც ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ეს პროექტი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ანაკლიის პორტში ინვესტირების საკითხს, მინისტრის თქმით ინვესტორებს პასუხს სასამართლო გასცემს და უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას.გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 მილიონ 754 ათასი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.