,,ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, მტავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს“ - ამის შესახებ ,,ანაკლიის კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, უცნობია მიზეზი, რის გამოც აპრილში დაგეგმილი შეხვედრა ვერ შედგა. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია იმაზე, რომ ,,ანაკლიის პორტის“ პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, მთავრობას, რამდენიმე პუნქტიანი პირობა წარუდგინეს, რომლის განხილვაც მთავრობასთან ერთად აპრილში უნდა მომხდარიყო, თუმცა შეხვედრა გაურკვეველოი მიზეზის გამო გადაიდო. ხაზარაძე ამბობს, რომ გაჭიანურებული პროცესი პროექტისთვის შესაძლოა, შემაფერხებელი აღმოჩნდეს მით უფრო იმ ფონზე, რომ სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის ბოლო ვადა თვენახევარში, კერძოდ 15 ივნისს იწურება