ოპოზიცია ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
როგორც ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მამუკა ხაძარაძის მიმართ ორკესტრირებული შეტევა ანაკლიის პროექტის უპირობა ჩაშლას ემსახურებოდა, მისივე თქმით მას აქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ჩაიშალა ეს პროექტი.
საპარლამეტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით ხელისუფლების ინტერესი მთლიანად მიმართულია ანაკლიის პორტის ჩაშლისკენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებით კი, ანაკლიის პროექტი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო პროექტია, რომლის ჩაშლა რუსეთის სახელმწიფოს სტრატეგიაში შედის.