ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის China Railway International Group-ი ანაკლიის პორტში ინვესტირებით დაინტერესდა. ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და კომპანიის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
კერძოდ, კომპანიამ ინტერესი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში როგორც საინვესტიციო, ისე სამშენებლო მიმართულებით აქტიური მონაწილეობა მიიღოს.