ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარმომადგენლებმა რეგიონის ქვეყნებთან ე.წ. გამჭოლი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაასრულეს. ახალი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც ანაკლიაში დაინერგება მომხმარებელს საშუალებას მისცემს ტრანზიტული ტვირთის ტრანსპორტირებისას თანხა ერთ საბაჟოზე გადაიხადოს და კორიდორის მონაწილე ყველა ქვეყნის მომსახურება მიიღოს.
ანაკლიაში სამუშაოები დეკემბერში დაიწყო. პორტის მშენებლობა 9 ფაზას მოიცავს. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.ანაკლიის პორტი დიდი მოცულობის გემებს 20120 წლიდან მიიღებს.