ანაკლიის პორტი არის სახალხო პროექტი და მასში საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, კონსორციუმთან და მთავრობასთან ერთად - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში Newsroom განაცხადა. როგორც ალაფიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამას ემსახურება ის მოწოდება, რომლითაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიმართავენ.