ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დეპუტატები აფასებენ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არ გამოვა არბიტრობა, როცა ხარ დაინტერესებული მხარე. მისი შეფასებით, მთავრობა, საუბედუროდ დაინტერესებული მხარეა, რომელიც ანაკლიის პროექტის ჩაშლას ცდილობს.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი თვლის, რომ ხელისუფლებას ისღა დარჩენია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და დიალოგი გააგრძელონ, რადგან მისი განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ვადის გაგრძელება, სხვა ნაბიჯი კი სახელმწიფოს მხრიდან აღქმული იქნება უარის თქმად მნიშვნელოვან ღრმაწყლოვან პორტზე.