მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ოპერირებას იწყებს.ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს ემსახურება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.