ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და მთავრობას შორის შეხვედრა 21 მაისს შედგება. კონსორციუმის განმარტებით, ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის პორტის 4 ინვესტორი ბანკი მიიღებენ.
ამასთან, როგორც კონსორციუმში აცხადებენ, შეხვედრას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და კონსორციუმის იურისტებიც დაესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ინვესტორი ბანკების მიერ წამოყენებული მოთხოვნების განხილვა მოხდება და სწორედ ამ შეხვედრის შედეგებსა და მხარეებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, დააფინანსებენ თუ არა ინვესტორი ბანკები 400 მლნ დოლარით პორტის მშენებლობას.