ანაკლიის ღმარწყლოვანი პორტის ასაშენებლად, მთავობა ახალი ინვესტორის ძებნას იწყებს. თუმცა, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი, ხელისუფლების ამ განცხადებას ფასადურს უწოდებს. მათი თქმით, ანაკლიის პორტის აშენება, რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მთავრობა კი რუსეთის დავალებებს ასრულებს. ,,ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა’ HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება, "კონსრორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვიტის თაობაზე, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვანდ დააზარალებს. ვასო ურუშაძის თქმით, 2020 წელს, ქვეყანაში მკვეთრად შემცირდება ინვესტიციების შემოდინება, რაც ჯამში უარყოფითად აისახება ქყეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. ამის მიზეზად კი, ხელისუფლება, კონსორციუმის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.