ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერი, უდიდესი კორეული კომპანია Hyundai Samho heavy industries გახდა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე გემთმშენებელი კომპანიაა. იგი წელიწადში დაახლოებით 40 ხომალდს აგებს. კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა 400 მილიარდ დოლარს შეადგენს. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.