"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინფორმაციით, ხელისუფლებას ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი წარუდგინა.
კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს, და იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი სამინისტრო აღნიშნულ ინვესტორებს ოფიციალური წერილით დაუდასტურებს, რომ მიესალმებიან პროექტში მათ ჩართვას და ექნებათ სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა.
"უკვე დროა, ყველა დაინტერესებულმა და ჩართულმა მხარემ გააერთიანოს ძალები, რათა ეს სტრატეგიული პროექტი წარმატებით განხორციელდეს. კონსორციუმი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა პოზიტიურ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს პროექტის შემდგომ სწრაფ განვითარებას – საქართველოს ზოგადი საერთო წარმატებისთვის", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.