ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარის მობილიზება უკვე მოხდა. შედეგად, ამ ეტაპისთვის, პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი სრულად შევსებულია. ინვესტორთა შორის არიან:• თიბისი ჰოლდინგი - 70 მილიონი დოლარით• საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი - 400 მილიონი დოლარით• საინვესტიციო ფონდი - 100 მილიონი დოლარით• SSA Marine - 20 მილიონი დოლარით• და სხვადასხვა სართაშორისო ფონდები - ჯამში 30 მილიონი დოლარითანაკლია სითის გენერალური დირექტორის განცხადებით, კონსორციუმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირება დაგეგმილ დროს, 2021 წელს დაიწყოს. თუმცა ქეთევან ბოჭორიშვილი ადასტურებს იმასაც, რომ ვადების გადაწევის აუცილებლობა ერთხელ უკვე დადგა დღის წესრიგში. ანაკლია სითის გენერალური დირექტორის თქმით, თიბისი ბანკის დამფუძნებლების ირგვლივ მიმდინარე პროცესები ნეგატიურ გავლენას ახდენს პროექტზე. ანაკლია სითის გენერალური დირექტორი პორტის პროექტის განხორციელების სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხს არ განიხილავს. ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით ანაკლიის განვითარებაში ინვესტორებმა ძალიან დიდი კაპიტალი ჩადეს. შესაბამისად, პორტის ექსპლუატაციაში უპირობოდ არსებულმა აქციონერთმა გუნდმა უნდა შეიყვანონ. ქეთევან ბოჭორიშვილი იმ ვალდებულებებზეც საუბრობს, რაც სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის აქვს შესასრულებელი.ცნობისთვის, ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტია. პროექტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და გახსნა 2020 წელს იგეგმება. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად განვითარდება. ინვესტიციის საერთო რაოდენობა კი 2 მილიარდ 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ღრმაწყლოვანი პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც მას 10,000 კონტეინერიანი გემები მიღების საშუალებას მისცემს.