თურქმენეთში, ქალაქ აშხაბადში, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ქალაქ თურქმენბაშის საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ორ ნავსადგურს - ანაკლიასა და თურქმენბაშს შორის ტვირთბრუნვის, ტრანსპორტირების, ლოჯისტიკისა და ნავსადგურის ოპერირების სფეროებში თანამშრომლობას ეხება. მხარეები შეთანხმდნენ საქონლისა და კონტეინერების გადასაზიდად, ერთობლივი რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვაზე, ასევე თითოეული ნავსადგურის გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, საზღვაო ვაჭრობის სფეროში საკუთარი გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარებასა და ორ ნავსადგურს შორის მსოფლიო ვაჭრობის საკითხებში ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებაზე.