პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან საკანონმდებლო ორგანოში მიწვევას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი ეხმიანებიან.
როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ანაკლიის განვითარების პროექტს არ სჭირდება კიდევ ერთი პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, პოლიტიკური შოუს მოწყობა მათ ინტერესებშიც არ შედის. მისივე თქმით, იგი მზადაა პარლამენტში მივიდეს და კითხვებს უპასუხოს.
პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, მაია ცქიტიშვილსა და ლევან ახვლედიანს პარლამენტში იწვევს ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად.