„ანაკლიის განვიარების კონსორციუმიდან“ ამმერიკული ჯგუფის, „კონტის“ გასვლის გადაწყვეტილებას პოლიტიკური შეფასებები მოყვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კონტის ამ გადაწყვეტილებით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის მოქმედებების შედეგად, პორტის მშენებლობაში ამერიკულმა ინტერესებმა იკლო. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კონტი ჯგუფის გასვლა სავარაუდოდ კომერციულ ინტერესებს უკავშირდება და ეს ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხეს ვერ შეუქმნის.