"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება. როგორც კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი აცხადებს, სახელმწიფო არანაირ ნაბიჯს არ დგამს , რომ საარბიტრაჟო დავას თავი აარიდოს. კონსორციუმი არბიტრაჟს სავრაუდოდ მარტში, ხელშეკრულების გაწყვეტიდან ორი თვის გასვლის შემდეგ მიმართავს. ამასთან, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმის გარდა, ცალკეულ ინვესტორებს შეუძლიათ , რომ მთავრობას უჩივლონ. რაც შეეხება კონსორციუმის მოთხოვნებს, ახვლედიანი აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმი წინასაარბიტრაჟო ვადაში გაწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენის მოთხოვნას დააყენებს.