ანაკლია/ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის 2 მილიონი დოლარის ინვესტირება განხორციელდება. შესაბამისი ხელშეკრულება "ანაკლიის განვითარების კონსორიცუმს" და USAID-ს შორის (პროექტი "ზრდა") უკვე გაფორმდა. ახალი პროექტი 3 მთავარ მიმართულებაზე ფოკუსირდება: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება; ასევე ანაკლიის პორტის და სხვა სამუშაო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობისთვის, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა.
ანაკლიის პორტის 2-ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს ქართულ-ამერიკული კონსორციუმი ავითარებს. ახალი ღრმაწყლოვანი პორტი მოიაზრება როგორც საქართველოს შესაძლებლობა გახდეს რეგიონული და ეკონომიკური კვანძი. ასევე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორი აზიასა და ევროპას შორის. ღრმაწყლოვანი პორტი პირველი ფაზა 2020 წლის ბოლოსკენ დასრუდლება.