"ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით, მივიჩნევთ და ეს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტი. საქართველოს მთავრობა აქამდეც მზად იყო და მომავალშიც მზად იქნება, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს. თუნდაც ვადების გახანგრძლივება არ არის პირველი შემთხვევა. რამდენჯერმე მოხდა ვადების გახანგრძლივება და მასში რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მხარდაჭერა ამ პროექტის, ამის გარდა არის ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა და ა.შ. ასევე, ის ფაქტი, რომ ამერიკაში ჩვენი ვიზიტის დროს ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას და ამერიკა-საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას ნახსენები იყო ანაკლიის პორტი, ესეც სწორედ იმას უკავშირდება, რომ ეს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ასეთად უყურებს მას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, ამ პროექტში ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკული კომპანია და ძალიან ბუნებრივია, რომ საუბარი შეეხო ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს. ითქვა ის, რაც ითქვა საჯაროდ. არანაირი დაფარული დღის წესრიგი ანაკლიასთან დაკავშრებით, რასაკვირველია, არ ყოფილა და არ განხილულა. ითქვა ჩვენი მხრიდან კვლავ, რომ ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი",- განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავას თქმით, ვადების შესახებ მოთხოვნა შესაბამისმა უწყებამ ინვესტორისგან მიიღო.