ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.