ფესტივალი ECHOWAVES იხსნება. 4 დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს მოიცავს. ახალი ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი, რომელიც პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ტარდება, ანაკლიაში 23-26 აგვისტოს გაიმართება. ECHOWAVES ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარული ფესტივალ EXIT-ის ქოლგის ქვეშ იმართება. ფესტივალზე 4 სცენა იქნება, სადაც სამხრეთ აფრიკული ელექტრონული რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუეტი Die Antwoord იქნება წარმოდგენილი.